среда, 25 августа 2010 г.

პროექტი

პროექტის თემა:გავუფრთხილდეთ ბუნებას.

პროექტის მიზანი:საკუთარი წვლილი შევიტანოთ ბუნებრივი რესურსების დაზოგვასა დაბუნებაზე ზრუნვაში.

პროექტის სრული აღწერა:თემა არის მეტად მტკივნეული, რომლის დაწერის სურვილი ბავშვებს აღეძრათ, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ ლაშქრობაზე ულომბოს მონასტერში და ნახეს გაჩეხილი ტყე.პროექტზე მუშაობა დაიწყო დავალებების დანაწილებით.2 ბავშვი იღებს ინტერვიუს მოსახლეობაში , რა მიზნით იყენებენ ტყის რესურსებს.ზოგი იღებს სურათებს,მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში ტყის რესურსების შესახებ,აკეთებენ დიაგრამებს და ყველა ინფორმაციის შეჯერების შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას ისტის გამოყენებით.

მონაწილეთა ასაკი:12-13 წლის ასაკის 10 ბავშვი.

მუშაობის ხანგრძლივობა: ორი კვირა

აქტივობები:ინდივიდუალური მუშაობა,შედეგების შეჯერებისათვის ჯგუფური მუშაობა , პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები:აღნიშნული პროექტის განხილვის შემდეგ , მოსახლეობა გაიგებს , როგორ შეიძლება ამ რესურსების მომჭირნეობით ხარჯვა.

სარგებელი სხვებისათვის: ამ პროექტის გაცნობის შემდეგ სოფლის მოსახლეობა იფიქრებს რა უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია ტყის უკანონოთ ჭრას, და შეძლებისდაგვარათ გაუფრთხილდება ბუნებას.

სამუშაო ენა: ქართული

საგნობრივ, საგნობრივ ჯგუფთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:იკვლევს საკუთარი ოჯახის და სოფლის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი რესურსების , კერძოდ ხე–ტყის გამოყენების გზებს. აღწერს ადამიანის აქტივობებს და განსაზღვრავს საკუთარ მონაწილეობას ბუნებრივი რესურსების აღდგენის საქმეში.

პროექტის ხელმძღვანელი : ხ. მოსიაშვილი

mosiashvilixatuna@gmail.com

понедельник, 14 июня 2010 г.

მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა

პროექტის სახელი:მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა.

პროექტის მიზანი: სოფ. ვაყის მოსახლეობის კლების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლო გზების დასახვა.

პროექტის სრული აღწერა: პროექტის განხორციელებისათვის მოსწავლეებმა გაინაწილეს დავალებები:ინტერვიუების აღება,სურათების გადაღება, ინფორმაციის მოძიება კომპიუტერში,ელექტრონული ცხრილებისა და დიაგრამების გაკეთება,ინფორმაციების შეჯერების შემდეგ პრეზენტაციის გაკეთება ისტ–ის გამოყენებით.

მონაწილეთა ასაკი: 14–15 წლის 10 ბავშვი.

მუშაობის ხანგრძლივობა: 10 დღე

აქტივობები:ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა რომელიც მოიცავს დაგეგმვას, ძიებას, კვლევას,პრაქტიკული აქტივობისა და შედეგების წარმოდგენის ეტაპებს.

მოსალოდნელი შედეგები: შესწავლილი პროექტი გახდება მიგრაციული პროცესების შეჩერების საფუძველი.

სარგებელი სხვებისათვის: სკოლის ახალგაზრდობა გაიცნობს სოფლის მოსახლეობის მექანიკურ მოძრაობას და იფიქრებენ გამოწვეულ შედეგებზე,რაც გახდება საბაბი იმისა რომ მიგრაციული პროცესი აღარ გაგრძელდეს.

სამუშაო ენა : ქართული.

მონაწილეობა სხვა სკოლებიდან: ––

საგნობრივ, საგნობრივ ჯგუფთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: შემუშავებული სოციალური გამოკვლევის ანკეტის საფუძველზე ატარებს გამოკითხვებს,მსჯელობს სოფ. ვაყაში მიგრაციული პროცესების განვითარებაზე და უკავშირებს საქართველოში მიმდინარე მიგრაციულ პროცესებს., რომელსაც წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე. გამოხატავს საკუთარ მოსაზრებებს ამ პროცესების შედეგად გამოწვეულ სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებზე ,მსჯელობს სიტუაციის გაუმჯობესების შესაძლო გზებზე. აკეთებს პრეზენტაციას კლასის და სხვა დაინტერესებული საზოგადოების წინაშე.

გამოყენებული რესურსები: IX კლასის საქ. გეოგრაფიის სახელმძღვანელო,კომპიუტერი, ფოტოაპარატი, პროექტორი.

პროექტის ხელმძღვანელი: ხ. მოსიაშვილი
MOSIASHVILIXATUNA@GMAIL.COM