პროექტის თემა:გავუფრთხილდეთ ბუნებას.
პროექტის მიზანი:საკუთარი წვლილი შევიტანოთ ბუნებრივი რესურსების დაზოგვასა დაბუნებაზე ზრუნვაში.
პროექტის სრული აღწერა:თემა არის მეტად მტკივნეული, რომლის დაწერის სურვილი ბავშვებს აღეძრათ, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ ლაშქრობაზე ულომბოს მონასტერში და ნახეს გაჩეხილი ტყე.პროექტზე მუშაობა დაიწყო დავალებების დანაწილებით.2 ბავშვი იღებს ინტერვიუს მოსახლეობაში , რა მიზნით იყენებენ ტყის რესურსებს.ზოგი იღებს სურათებს,მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში ტყის რესურსების შესახებ,აკეთებენ დიაგრამებს და ყველა ინფორმაციის შეჯერების შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას ისტის გამოყენებით.
მონაწილეთა ასაკი:12-13 წლის ასაკის 10 ბავშვი.
მუშაობის ხანგრძლივობა: ორი კვირა
აქტივობები:ინდივიდუალური მუშაობა,შედეგების შეჯერებისათვის ჯგუფური მუშაობა , პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები:აღნიშნული პროექტის განხილვის შემდეგ , მოსახლეობა გაიგებს , როგორ შეიძლება ამ რესურსების მომჭირნეობით ხარჯვა.
სარგებელი სხვებისათვის: ამ პროექტის გაცნობის შემდეგ სოფლის მოსახლეობა იფიქრებს რა უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია ტყის უკანონოთ ჭრას, და შეძლებისდაგვარათ გაუფრთხილდება ბუნებას.
სამუშაო ენა: ქართული
საგნობრივ, საგნობრივ ჯგუფთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:იკვლევს საკუთარი ოჯახის და სოფლის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ბუნებრივი რესურსების , კერძოდ ხე–ტყის გამოყენების გზებს. აღწერს ადამიანის აქტივობებს და განსაზღვრავს საკუთარ მონაწილეობას ბუნებრივი რესურსების აღდგენის საქმეში.
პროექტის ხელმძღვანელი : ხ. მოსიაშვილი
mosiashvilixatuna@gmail.com